საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელად დიმიტრიოს კარაბალისი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
კარაბალისს ამჟამად საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.
მისი, როგორც საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელის, მანდატი 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ თანამდებობაზე იგი პოლონელ დიპლომატს მარეკ შჩიგელს ჩაანაცვლებს.
კარაბალისის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უშიშროების კომიტეტის მიერ იქნა მიღებული.