გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, პოლიციაშია გადაყვანილი.