ახალი ამბები

სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობა, 100-ზე მეტ ობიექტში გამოავლინა- რა დარღვევებია კახეთის რეგიონში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში ინსპექტირება ქვეყნის მასშტაბით 1 852 ობიექტზე განახორციელა. განხორციელებული კონტროლის შედეგები უწყებამ დღეს გამოაქვეყნა.

მათი ცნობით, რეგიონების მიხედვით ინსპექტირება კვების ობიექტებში, საბავშვო ბაღებში, მაღაზიებსა, წარმოებებში და სხვა ობიექტებზე განხორციელდა.

გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების შედეგად საქართველოს მასშტაბით რეგიონში მოქმედ სხვადასხვა ტიპის 100-ზე მეტ ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. მათ შორის დარღვევების უმეტესობა ხორცის რეალიზების ობიექტებში ვლინდება, გარდა ამისა სტანდარტებთან შეუსაბამობები ფიქსირდება პურის საცხობებში, ხორცპროდუქტების კონსერვების საწარმოებში, სასადილოებში, სკოლის ბუფეტები, ზოგიერთ კაფე-ბარებში, სასტუმროს სასადილოებში, მარკეტებში, საცხობში, მზა კერძების წარმოებაში.

განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, კახეთში, კერძოდ თელავში, სვანური მარილის დაყვითელი ყვავილის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა. ბიზნესოპერატორს წერილობით ეცნობა დარღვევასთან დაკავშირებით და დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ ინფორმირება. განხორციელდა ზედამხედველობა.

კახეთში ასევე ბრუცელოზზე გამოკვლევების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში, ნედლი რძის გადასამუშავებელ დაწესებულებაში, 3 საეჭვო ფაქტი დაფიქსირდა. ბიზნესოპერატორს ეცნობა, რომ სისხლის გამოკვლევის დასრულებამდე ეკრძალება ფერმიდან რძის მიღება, ინფორმაცია კი გადაეცა ვეტერინარიის დეპარტამენტს.

სეს-ის მიერ შემოწმებული ობიექტების ჩამონათვალი და გამოვლენილი დარღვევები მათ შორის კახეთში, ინსპექტირების შედეგებშია მოცემული, რომელიც ნახვა მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი.