ახალი ამბები

საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთისა და ბელარუსის 20,000 მოქალაქე დარეგისტრირდა

2022 წლის განმავლობაში საქართველოში, ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთისა და ბელარუსის 19,506 მოქალაქე დარეგისტრირდა.

BMG-ის ინფორმაციით, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებმა საერთო ჯამში, გასულ წელს 20,757 იურიდიული პირი დააფუძნეს. ამ იურიდიული პირების უდიდესი ნაწილი 94% ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციებს წარმოადგენდა.

შესაბამისად, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებმა საქართველოში გასულ წელს ძირითადად მცირე ბიზნესები დააფუძნეს. მათ შორის 15,186 იურიდიული პირი რუსეთის მოქალაქეების, ხოლო 5,571 იურიდიული პირი ბელარუსის მოქალაქეთა მიერ იყო დაფუძნებული.