თელავის ტექნოპარკში ჩატარდა ტრენინგი, მოხალისეობის და სოციალური მედიის შესახებ
თელავის ტექნოპარკში ჩატარდა ტრენინგი, მოხალისეობის და სოციალური მედიის შესახებ.
ტრენინგი ჩაატარა ჟურნალისტმა მაკა ხაზიურმა, სადაც განხილული იყო საკითხები, რა მნიშვნელობა აქვს მოხალისეობას, როგორ და რატომ უნდა გახდე მოხალისე და როგორ შეიძლება ამაში გამოიყენო სოციალური მედია.
ასევე ახალგაზრდებმა სხვადასხვა მოხალისეობრივი პლატფორმების შესახებ გაიგეს ინფორმაცია, როგორიცაა პლატფორმა volunteer-ი, სადაც ისინი შეძლებენ რეგისტრაციას და მოხალისეობაში აქტიურად ჩართვას.
ასევე მათ დაგეგმეს სამომავლო აქტივობები, ჩამოწერეს იდეები და მისი განხორციელების გზები სოციალური მედიის დახმარებით. აღსანიშნავია, რომ ტრენინგს ესწრებოდა 20 ახალგაზრდა, როგორც თელავის ახალგაზრდული საბჭოს წევრები, ისე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები.