როგორია წყლის ხარისხი კახეთის რეგიონში- ინფოგრაფიკა
კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლებია წყლის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივები ხან წყლის ხარისხზე ჩივიან, ხან კი არასაკმარის გრაფიკზე. წყლის პრობლემა ზაფხულში მაღალი სიცხის და ზამთარში ყინვის დროს უფრო მწვავდება.
კახეთის რეგიონის სოფლებში, წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტების მერიები არიან. ქალაქებში კი ამ მიმართულებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს, რომელიც როგორც წყლის მიწოდებაზე, ასევე მის ხარისხზე არიან პასუხისმგებელი.
როგორც Knews.ge-ს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, წყლის პრობლემა, გაუმართავი სისტემები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია, თუმცა კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელებით გეგმავს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას.
კომპანიის ინფორმაციით, წყლის ხარისხი, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება მაღალია. წყლის ხარისხი კი კომპანიის მიერ სისტემატიურად მოწმდება, ხდება დაქლორვა და პრობლემის შემთხვევაში მისი მოგვარება.
გარდა კომპანიის და მუნიციპალიტეტების მერიებისა, წყლის ხარისხის კონტროლსა და მონიტორინგს, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სააგენტო კვარტალურად და ყოველწლიურად აჯამებს მუშაობის შედეგებს და აქვეყნებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ჩატარდა სასმელი წყლის გამანაწილებელ 65 სისტემაზე კვლევა, საიდანაც 40-ის შემთხვევაში დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური, ორგანოლეპტიკური, ქიმიური და ფიზიკო-ქიმიური დაბინძურების შემთხვევები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყველა შემთხვევაში მოხდა აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის სამსახურებამდე მიწვდა და რეკომენდაციების გაცემა.