თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.
მთის ფერდობზე, სადაც გუშინ საღამოს დაკვამლიანება შეინიშნებოდა მეხანძრე მაშველები და მოხალისეთა ჯგუფია მობილიზებული. ისინი დილიდან ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს დილიდან ასრულებენ. ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით, 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.