ახალი ამბები

საგარეჯოში, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მერია 5 000 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას გაუწევს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ფულადი დახმარება გაეწევა – თითოეულ ოჯახს 5000 ლარის ოდენობით.

ტრაგედიის დროს ხუთ დაშავებულს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.

შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს , 49 წლის ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა, ჯერჯერობით დაუდგენელი მოტივით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.