ახალი ამბები

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შესაგროვებელი ურნების განთავსება მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში ნარჩენების შესაგროვებელი ურნების განთავსება მიმდინარეობს.

აღნიშნული კონტეინერები მერიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში გადასცა. მუნიციპალიტეტს მთლიანობაში სხვადასხვა ზომის 559 ურნა გადაეცა, ხოლო 100 კონტეინერი მერიამ საკუთარი ხარჯით შეიძინა. კონტეინერები ეტაპობრივად ყველა სოფელში განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ „ნარჩენების მართვის კომპანიამ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 20 კუბური მეტრის მოცულობის სპეციალური მანქანაც გადასცა. პროექტი საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.