ექოლოკაცია

Echolocation – მომავლის პროფესიები დღევანდელ მსოფლიოში

აკეთე ის რაც გიყვარს, იყავი ცნობისმოყვარე, სცადე ახალი გამოწვევები და არასდროს დაკარგო საკუთარ კარიერაზე კონტროლი. ესაა ის რჩევები, რომლებსაც ექოლოკაციის ამ პოდკასტში სამ ახალგაზრდა პროფესიონალისგან მოისმენთ საქართველოდან, შვედეითან და მოლდოვადან.

მსოფლიო არნახული სისწრაფით იცვლება. ყოველდღიურად ვხედავთ  სოციალურ, პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურობაზე უდიდეს გავლენას ახდენს.

 

ერთ-ერთი უდიდესი სფერო, რომელმაც არნახული ცვლილება განიცადა, ეს დასაქმების სფეროა. სწორად ამ თემაზე სასაუბროდ დღევანდელ პოდკასტში სტუმრად არიან:

ელენე გოგოლაშვილი – გურჯაანის ტექნოპარკის მენეჯერი.
ანნა გიბსონი – ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი შვედეთიდან.
ალინა ბაკალოვი – კომუნიკაციების მენეჯერი  მოლდოვადან.

წამყვანი – ლევან იაგანაშვილი knews.ge

უსმინეთ ექოლოკაციას, პოდკასტს, რომელიც შექმნილია სამი ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვას და შვედეთის კოლაბორაციის შედეგად.