თელავის ამერიკულმა კუთხემ უფროსი ასაკის პირებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი სამ თვიანი კურსი დასრულა
თელავის ამერიკულმა კუთხემ უფროსი ასაკის პირებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი სამ თვიანი კურსი დაასრულა.
ამერიკული კუთხის კოორდინატორი თეა ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ პროგრამა მოიცავს ELT სასაუბრო ინგლისურის შემსწავლელ კურსს, რომელიც შემუშავებულია საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
მისი თქმით, პროგრამა გულისხმობს ინგლისური ენის შესწავლას სწავლების სრულიად ახალი მეთოდით, რომელიც იყენებს სწავლის უძველეს მეთოდს სახელწოდებით ,,მეხსიერების სასახლე“. პროგრამა განკუთვნილია უფროსებისთვის, 18 წლიდან ზევით.