ახალი ამბები

წელს კახეთში მიმდინარე საგზაო მონაკვეთების სამშენებლო-სარეაბილიტაციო 26 პროექტიდან მხოლოდ 8 დასრულდა

2022 წელს კახეთის რეგიონში მაგისტრალური გზების მშენებლობის გარდა, 140 მლნ ლარამდე ღირებულების 26 პროექტი მიმდინარეობდა. აქედან მხოლოდ 8 დასრულდა.

საავტომობილო გზების დეპარტმანეტის ინფორმაცით, ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 1 ხიდის რეაბილიტაცია და 1 ნაპირსამაგრი პროექტი (1.2 კმ. სიგრძის). აღნიშნული პროექტების ფარგლებში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია როგორებიცაა: გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის 26 კმ-იანი მონაკვეთი, თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელი გზა, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი, ზემო ხოდაშენი-ალავერდის დამაკავშირებელი გზის 12 კმ-მდე მონაკვეთი, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი და სხვა.
დეპარტმანეტის ინფორმაციით, ხსენებული პროექტები კახეთის რეგიონში გაზრდის ტურისტულ პოტენციალს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი გზებით სარგებლობას შეძლებს.