ახალი ამბები

EU-ს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად 82 კანონი მივიღეთ – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ მიმდინარე წლის საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა და დეპუტატებს 2022 წლის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ნაყოფიერი წელი გვქონდა” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტმა 291 კანონი მიიღო, მათ შორის 82 კანონი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

“რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას. მთავრობის წევრები 20-ჯერ იყვნენ საქართველოს პარლამენტში. 13 მინისტრის საათის ფორმატი, 7 ინტერპელაცია, რომლითაც ოპოზიციამაც აქტიურად ისარგებლა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი იყო სამჯერ. 20-ზე მეტი ანგარიში მოვისმინეთ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მხრიდან, მოხდა 12 საკომიტეტო მოკვლევის ინიცირება, საიდანაც 7 უკვე დასრულებულია. ინიცირებული 4 საგამოძიებო კომისიიდან, სამწუხაროდ, არც ერთი იყო გამოტანილი სხდომაზე. რაც შეეხება ვიზიტებს, პარლამენტის თავმჯდომარის18 ვიზიტი, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების 43 ვიზიტი და მეგობრობის ჯგუფების 5 ვიზიტი იყო განხორციელებული. ჩვენ მივიღეთ 32 დელეგაცია, საიდანაც 4 პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შედგა.

გახსნილობის კუთხითაც გეტყვით, რომ პარლამენტმა 300-მდე ჯგუფს უმასპინძლა. 5300-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა, მათ შორის, სხდომათა დარბაზში. 4900 სკოლის მოსწავლე და სტუდენტი იყო, რომელიც წელს ეწვია პარლამეტს და მის საქმიანობას გაეცნო“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.