ახალი ამბები

დედოფლისწყაროში, იორის ხეობაში მგლებმა 100-მდე ცხვარი დაგლიჯეს

დედოფლისწყაროში, იორის ხეობაში მტაცებელმა 100-მდე ცხვარი დაგლიჯა, დაკარგულია ამდენივე.

შემთხვევა ზამთრის საძოვრებზე, ღამით მოხდა. მეპატრონის თქმით, გუშინ გვიან ღამით 10-მდე მგელი ცხვრის ფარას შეესია და გაანადგურა.

მდინარე ივრის მინდვრებზე მყოფი მწყემსების ინფორმაციით, მტაცებლებმა 1000 სული ცხვირიდან, 100 სული დაგლიჯეს, ასზე მეტი კი დაკარგულია. პატრონები, საქონლის ნაწილს, ამ დრომდე ეძებენ. მტაცებლების თავდასხმის შედეგად მიღებული ზარალი ათასობით ლარს აჭარბებს.

,,ადგილზე გვიან ჩავედი. მწყემსები იყვნენ იქ, ვერაფრით გაყარეს მგლები. ფარაში და ბაკში შევარდნილან და სულ დაუგლეჯიათ. 8-10 მტაცებელი ნადირი რომ დაგესხმება თავს, ვერაფერს იზამ. ვეძებთ იმ დაკარგულ ცხვრებს, მაგრამ ვერ ვპოულობთ”, – ამბობს მეპატრონე ვაჟა გონაშვილი.