საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსში თელავი პირველ ადგილს იკავებს
პროექტში ,,საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი”, თელავი პირველ ადგილს იკავებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ინდექსი აჩვენებს თუ რამდენად ეფექტური და შედეგიანია მუნიციპალიტეტის მმართველობის მუშაობა მოსახლეობისთვის და მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის.
ორგანიზაცია ,,ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო’’ (აესკო) 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს – საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი.