ახალი ამბები

თელავში საქველმოქმედო ჰიპ-ჰოპ საღამო მოეწყობა

24 დეკემბერს თელავში საქველმოქმედო ჰიპ-ჰოპ საღამო მოეწყობა.

სამაგიდე თამაშების კლუბში “თავსატეხი” Hip-Hop LIVE გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საღამო საქველმოქმედოა და უერთდება წინასაახალწლო საქველმოქმედო კამპანიას ,,ჩემთვის და შენთვის”. კამპანიის ინიციატორია “მთავარი ამბები კახეთიდან”, ბილეთებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და მოხუცებს. ბილეთის ფასი: 10 ლარი.

ბილეთები გაიყიდება ადგილზე. გთხოვთ თან იქონიოთ ნაღდი ფული. დასაწყისი: 19:00 საათზე. ვისაც კამპანიისთვის დამატებითი თანხის შეტანა სურს, შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე.

GE91BG0000000539917274 GE71TB7631645064100051
მიმღები: მარიამ მეგრელიშვილი დანიშნულებაში: ჩემთვის და შენთვის