თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 22 ენერგოეფექტური სკამი განთავსდება- ფოტოები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 22 ენერგოეფექტური სკამი განთავსდება.
სკამების მონტაჟი სოფლების ნაწილში უკვე მიმდინარეობს. ენერგოეფექტური სკამები აღჭურვილია უფასო უსადენო ინტერნეტით (WiFi) და ტელეფონის დამტენებით. ასევე, სკამის ორივე მხარეს განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებზე 330 000 ლარი დაიხარჯება.
შემსრულებელი კომპანიაა შპს ,,SOLARTIA GROUP”.