თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად, სიღნაღელი ახალგაზრდა გარდაიცვალა
თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად, სიღნაღელი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
გარდაცვლილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 18 წლის ახალგაზრდაა.
ახალგაზრდა, სავარაუდოდ, კუსტარული წესით დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან, მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვას ემსხვერპლა. ის თბილისში, ერთ- ერთი სასწავლებლის სტუდენტი იყო და ბინაში, ძმასთან ერთად ცხოვრობდა.