ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, სადაც რუსი ტურისტი საგარეჯოში, ისტორიული ციხის კარს ფეხით ანგრევს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ანგრევს ფეხით ისტორიული ციხე-სიმაგრის კარს რუსი ტურისტი, საგარეჯოში, ჩაილურის ციხეზეა გადაღებული.

ექნება თუ არა რეაგირება შსს-ს ამაზე უწყებაში დეტალებს არკვევენ.

ჩაილურის (ნიახურას) ციხე მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრეა, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა და მას თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა.

ჩაილურის ციხე აშენდა შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში, და იგი წარმოადგენდა სამხედრო თავდაცვით ციხე-სიმაგრეს. ციხე კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას.

ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში, 1801 წელს გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა. 20 საუკუნისათვის ციხე საკმაოდ დაზიანებული ყოფილა. ციხის აღდგენა მოხდა 80 – იან წლებში, პარმენ ზაქარაიასა და კულტურის სამინისტროს თაოსნობით.

One thought on “ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, სადაც რუსი ტურისტი საგარეჯოში, ისტორიული ციხის კარს ფეხით ანგრევს

Comments are closed.