სოფელ ოზაანში ახალი საჯარო სკოლა შენდება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში ახალი საჯარო სკოლა შენდება.
ახალი სკოლის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ზედამხედველობით ახორციელებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2024 წლის დასაწყისში დასრულდება. მისი ღირებულება 2 900 000 ლარია.