მომავალი წლიდან შიდა ფრენებს თელავის მიმართულება დაემატება
მომავალი წლიდან თელავი-მესტია, თელავი-ბათუმის მიმართულებებზე, აეროპორტ „მიმინოდან“ შიდა ფრენები განხორციელდება.
ამ დროისთვის ფრენები მესტიის, ბათუმის, ამბროლაურის მიმართულებით და ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით სრულდება.
შიდა ფრენების ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია 2023 წლის პირველ ნახევარში. შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში, 2023 წელს 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ მგზავრთა შიდა საჰაერო გადაყვანებს 100%-ით სახელმწიფო ასუბსიდირებს. შიდა ფრენებს „აეროპორტების გაერთიანების“ მიერ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AK-Air Georgia ახორციელებს.
Knews.ge აღნიშნულ საკითხზე დამატებით დეტალებს უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.