ახალი ამბები

რა ღონისძიებები იგეგმება გურჯაანში საახალწლოდ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ბავშვთა გასართობი სივრცეები, თოვლის პაპა საჩუქრებს დაარიგებს მუნიციპალიტეტის სოფლებში. გარდა ამისა, ყველა დიდ სოფელში ჩატარდება კონცერტები ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

,,ასევე გურჯაანში საზეიმოდ განათდება ნაძვის ხე. გაიმართება კონცერტი მოწვეული შემსრულებლებით. გარდა ამისა, მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცეები, ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ანიმაციის გმირები, მოეწყობა თოვლის პაპის სახლი.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, მოეწყობა დრამ შოუ, ანიმაციის გმირებისა და სანტების მსვლელობა. მთელი დღის განმავლობაში იქნება კონცერტები ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. დღის ბოლოს გურჯაანელები ახალი წლის დადგომას გრანდიოზული ფოერვერკით ერთად იზეიმებენ”,-
განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ფოტო: არქივიდან