ახალი ამბები

ანა ფოტიგა – საქართველოში ხდება ამბები, რომლის მიღება და აღიარება ჩვენთვის რთულია

ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარებისთვის და ევროკავშირის ლიდერებისთვის, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება მიეცეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანა ფოტიგას განცხადებით, დღესდღეობით საქართველოში ხდება ამბები, რომლის მიღება და აღიარება ევროპარლამენტარებისთვის რთულია.

„უკრაინის და მოლდოვის მთავრობასთან ერთად საქართველოს მთავრობამაც წარადგინა ევროკავშირში მოთხოვნა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. იმის მერე, რაც ჩატარდა მოლაპარაკებების ციკლი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის ეს პერსპექტივა უფრო გრძელვადიანია, ვიდრე დანარჩენი 2 ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ, როცა საქართველოს მიენიჭება სტატუსი და გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს მთავრობა და პოლიტიკოსები ასევე გახდებიან ევროპარლამენტის წევრები, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს დღეობით საქართველოში ხდება ამბები, რომლის მიღება და აღიარება ჩვენთვის რთულია.

მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილის ნახვა, როდესაც ის იყო ციხეში, თუმცა ამაზე მივიღე უარი, თუმცა სხვა პატიმრების მიმართულებით ეს მოთხოვნა იყო დაკმაყოფილებული მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის დროს. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარებისთვის და ევროკავშირის ლიდერებისთვის, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება მიეცეთ”,– განაცხადა ფოტიგამ.