ახმეტის სოფლებში ძველი ნაგვის ურნების გაახლება მოხდება
ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივა, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მოძველებეული ნაგვის ურნების განახლებას.
ახმეტის LAG-ის მიერ მესამე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა განვითარების ინკლუზიური მიდგომებით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “Action Against Hunger“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.