“ეს ქვეყანა შენია” – როგორ გავზარდოთ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
გადაცემაში ,,ღია ეთერი” ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.
დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრoბთ კამპანიის ,,ეს ქვეყანა შენია“ – გაიზიარე პასუხისმგებლობა შესახებ.
სამოქალაქო კამპანიის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, მათი წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და აქტივიზმის ხელშეწყობა.
კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია!“ გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულებიც რეგიონების მიხედვით გამოვლინდნენ.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო სკოლებისა და საინიციატივო ჯგუფების 500–მდე ახალგაზრდა.
დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი თემურ ჯალიაშვილი, და კონკურსის გამარჯვებულები კახეთში – რუისპირის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი: ნაზი ღარიბაშვილი და სპეციალური პრიზის მფლობელი სამოქალაქო აქტივისტი, გვანცა მოლაშვილი.