ახალი ამბები

თელავში, ნადიკვრის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

თელავში, ნადიკვრის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამის მიზეზი საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოებია, რის გამოც 9 დეკემბერს, 15:30 საათიდან ნადიკვრის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

აღსანიშნავია, რომ თელავში საახალწლო ღონისძიებებსა და განათებებზე 500 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. არსებული ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 300 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება, რომელიც ქალაქში საზეიმო განათებების მონტაჟს მოხმარდება.