სად უნდა დარეგისტრირდნენ მსურველები თელავის მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი ტარიფის მისაღებად
თელავის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი ტარიფის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N11 დადგენილებით მგზავრობის საფასური განისაზღვრა 1 (ერთი) ლარით, ხოლო 50%-იანი
შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭა შემდეგ კატეგორიას: პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს, სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.
,,იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიიდან რომელიმეს მიეკუთვნება ადამიანი და სურს, ისარგებლოს 50%-იანი შეღავათით მგზავრობის უფლებით, მათ რეგისტრაციის მიზნით, უნდა მიმართონ თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის ტერიტორიულ ოფისებს ქალაქ თელავში: აღმოსავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული – რუსთაველის N73, ალაზანი – კავკასიონის ადმინისტრაციული ერთეული – ალაზნის გამზ.N 14, დასავლეთ თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ქეთევან წამებულის N 3ა, ძველი თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ქეთევან წამებულის N 3ა, ცენტრალური თელავის ადმინისტრაციული ერთეული – ერეკლე II-ის გამზ. N 16, ხოლო სოფლად მაცხოვრებლებმა მიმართეთ შესაბამისი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს.
მსურველებს ვთხოვთ, თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაციისათვის ასევე შესაძლებელია დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0(350) 27 23 00. რეგისტრაციას არ საჭიროებენ მოსწავლეები და სტუდენტები”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.