ახალი ამბები

თამარ გაბუნია – ამ ეტაპზე ქვეყანაში, ძირითადად, A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში, ძირითადად, A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, სიტუაცია კი დეკემბრის მესამე-მეოთხე კვირიდან უნდა დასტაბილურდეს.

„გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელება ნოემბრის მეორე ნახევარში დაიწყო. გავრცელება იყო აქტიური. ამ პერიოდში მეტად იყო რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი. ახლა უკვე რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის პროპორცია საერთო გავრცელებაში შემცირდა. გამოჩნდა უკვე A ტიპის ვირუსი და ძირითადად, ახლა ცირკულაციაშია A ტიპის გრიპის ვირუსი, სხვადასხვა ქვეტიპებით. ამასთან, ისევ ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური უფრო ნაკლებად. კორონავირუსები ამ განაწილებაში არის დაბალი პროცენტი. A ტიპის ვირუსი არის 11%; A ტიპის H1 არის 8%, H3 არის 19%. მთლიანად გრიპის ვირუსი არის 38%, B ტიპის ვირუსი არ ცირკულირებს, რინოვირუსი არის 8% და დანარჩენი არის სხვადასხვა ვირუსი, ადენოვირუსი და ენტეროვირუსი ძალიან მცირე ოდენობითაა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსები მინიმალური ოდენობით ცირკულირებდა.