7 და 8 დეკემბერს, თელავის ცენტრალურ მოედანზე შეზღუდული იქნება საავტომობილო მოძრაობა
თელავში საახალწლო სამზადისი დაიწყო, რის გამოც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარეობს საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 7 და 8 დეკემბერს, თელავის ცენტრალურ მოედანზე შეზღუდული იქნება საავტომობილო მოძრაობა.