კვლევა- სამსახურებში ყოველი ხუთი ადამიანიდან მინიმუმ ერთი ძალადობას და შევიწროებას განიცდის
სამსახურში ყოველი ხუთი ადამიანიდან მინიმუმ ერთი ძალადობას და შევიწროებას განიცდის.
გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ 121 ქვეყნიდან 15 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 75 ათასი თანამშრომლის გამოკითხვით მომზადებულ ანგარიშში, სახელწოდებით „ძალადობისა და შევიწროების გამოცდილება სამსახურში: პირველი გლობალური კვლევა“, მოცემულია სტატისტიკა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ ადამიანთა ასაკის, სქესისა და რეგიონების შესახებ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველი 5 თანამშრომლიდან მინიმუმ ერთს (დაახლოებით 23 პროცენტი) სამსახურში განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა, ან შევიწროება. იმ თანამშრომელთა 17,9 პროცენტმა, ვინც მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში, განიცადა ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება. დასაქმებულთა 8,5 პროცენტმა განიცადა ფიზიკური ძალადობა, შევიწროება და ეს მდგომარეობა მამაკაცებმა უფრო მეტად განიცადეს. გამოკითხულთა 6,3 პროცენტმა, განსაკუთრებით ქალებმა, განიცადეს სექსუალური ძალადობა და შევიწროება. ანგარიშის მიხედვით, ძალადობა და შევიწროება სამსახურში ყველაზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, მეორე ადგილზე კი აფრიკის კონტინენტია.
წყარო: trt.net.tr