რა უნდა იცოდეთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელ ზიარზე
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელი ზიარი გურჯაანის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ის გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, გურჯაანიდან 7 კილომეტრში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ზიარის ტერიტორიაზე ადამიანის დასახლების კვალი ქვედა პალეოლითიდან არსებობს. ამას მოწმობს სოფლის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი ქვის ხანის არაერთი ძეგლი. წერილობით წყაროებში ზიარი XI საუკუნიდან იხსენიება, როგორც სვეტიცხოვლის კუთვნილი დიდი სოფელი.
იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებული ვიდეო და გაიგეთ რა ვითარებაა სოფელში ახლა.