კახეთში უკრაინელი მეომრებისთვის თბილი წინდების შეგროვების კამპანია დაიწყო
კახეთში უკრაინელი მეომრებისთვის თბილი წინდების შეგროვების კამპანია დაიწყო.
ინიციატივის ავტორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” რეგიონალური წარმომადგენელის ნანა დევიძეს თქმით, კამპანიის ფარგლებში წინდების შეგროვება ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.
,,უკრაინაში მეომრებისთვის თბილი წინდების შეგროვება და გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივია შემდეგი ორი შესაძლებლობის გამოყენებით: წინდების მიტანით შემდეგ მისამართზე: ქ.გურჯაანი,ნონეშვილის #12, სამართლიანი არჩევნების კახეთის რეგიონალური ოფისი, ანგარიშზე (GE09BG0000000539917295) სასურველი რაოდენობის თანხის ჩარიცხვით.
წინდების შეგროვება მოხდება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალტეტში, ჩვენს წარმომადგენლების დახმარებით. აქცია #წინდებიმეომრებისთვის გაგრძელდება 25 დეკემბრის ჩათვლით. ვნახოთ, აბა, ერთად რამდენი წინდის შეგროვებასა და გაგზავნას შევძლებთ”,– განუცხადა knews.ge-ს ნანა დევიძემ.