ახალი ამბები

თელავს ნარჩენების შესაგროვებელი 944 ერთეული სხვადასხვა ზომის კონტეინერი გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, ,,მყარი ნარჩენების
ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 944 ერთეული სხვადასხვა ზომის
კონტეინერი, ასევე მეეზოვეების ორი სეზონის (ზაფხულისა და ზამთრის) სპეციალური უნიფორმები გადასცა.

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს ,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, ჯამში ეტაპობრივად გადაეცემათ სხვადასხვა ზომის 5397 კონტეინერი, 223 უნიფორმა, ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომის 24 ერთეული სპეციალური და პიკაპის ტიპის 10 სატვირთო მანქანა. ამასთანავე, ქაღალდის/მუყაოს სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქ თელავის აღჭურვა კონტეინერებითა და სეპარირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკით.