ახალი ამბები

იანვარში კვერცხი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს

კომპანია „კოდას“ გენერალური დირექტორის, ზურაბ ჭუჭულაშვილის თქმით, ფრინველის საკვები პროდუქტების, ელექტრონერგიისა და ბუნებრივი აირის, ასევე საწვავისა და შესაფუთი მასალების ფასის მატების გამო 2022 წლის დასაწყისში პროდუქციის 12-15%-ით გაძვირება მოუწიათ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი, უკრაინული ხორბლის იმპორტის შეფერხებამ და რუსეთის მიერ მარცვლეულზე საბაჟო გადასახადის გაზრდამ ნედლეულის კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვია.

როგორც ზურაბ ჭუჭულაშვილი ამბობს, წინასაახალწლოდ მარჟის შემცირების ხარჯზე პროდუქციას არ გააძვირებენ, თუმცა, თუ ბაზარზე არსებული მდგომარება არ შეიცვალა, იანვარში ფასების დაკორექტირება მოუწევთ.