გურჯაანის ტექნოპარკში სმარტ სათამაშოების მეიქათონი ჩატარდა
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ფაბლაბი ტექნოპარკის, გურჯაანის, თელავის ტექნოპარკების, ახმეტის ინოვაციების ცენტრის ინიციატივით და კომპანია ქლევერტონის ორგანიზებით, 26 და 27 ნოემბერს გურჯაანის ტექნოპარკში სმარტ სათამაშოების მეიქათონი ჩატარდა.
პროექტის მიზანია საქართველოში წარმოებულ სათამაშოებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ელემენტების დანერგვა. მეიქათონში მონაწილეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები; ინჟინერიით, პროგრამირებითა და დიზაინით დაინტერესებული პირები; ფიზიკური პირები, ვისაც სურს წვლილის შეტანა სათამაშოების ინდუსტრიის განვითარებასა და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში.
,,მონაწილეები ორი დღის განმავლობაში მუშაობენ შემდეგი გამოწვევების გადაჭრაზე: სათამაშოების წარმოებაში ჰარდვეარის გამოყენება, სათამაშოებისა და სმარტ მოწყობილობების კავშირი, საგანმანათლებლო სათამაშოების მიმართულება მეიქათონის პროცესი მოიცავს ინდივიდუალურ მენტორშიპ სესიებს ბიზნეს და ტექნიკური მიმართულების მენტორებთან, ასევე ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით: აზროვნების დიზაინი და პროდუქტის პროტოტიპირება(Design Thinking); სათამაშოების ინდუსტრიის მომავალი ტექნოლოგიებში; მარკეტინგი ბიზნესისთვის-პროდუქტის ბაზართან თავსებადობა, პოზიციონირება და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება; ხელოვნური ინტელექტი ბიზნესისთვის,ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები, საინვესტიციო პრეზენტაციის წარდგენა (pitching) გუნდებისთვის ადგილზე ხელმისაწვდომია ფაბლაბის სივრცეც სადაც ისინი თავიანთი თამაშების პროტოტიპებს აწყობენ და ამუშავებენ ფაბლაბის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე. მეიქათონი დასრულდა საბოლოო პრეზენტაციებით, სადაც მონაწილეები დარგის წარმომადგენელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარადგინეს თავიანთი იდეები. ჟიურმა გამოავლინა გამარჯვებული, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან მიიღებს გრანტს 5000 ₾-ის ოდენობით, პროტოტიპის დახვეწისა და განვითარებისთვის”,- განაცხადეს გურჯაანის ტექნოპარკის წარმომადგენლებმა.