დაცული ტერიტორიის, ცივ-გომბორის აღკვეთილის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით საგარეჯოში შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიის, ცივ-გომბორის აღკვეთილის საზღვრების დადგენა (დელიმიტაცია), დემარკაციისა და მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მარიამჯვრის ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორმა, ზვიადი ტიგინაშვილმა, დაცვის განყოფილების უფროს – მურმანი ებრალიძესთან და შპს „M3“-ის წარმომადგენლებთან (რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს) ერთად მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ გულიკაშვილს შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, „M3“-ის მიერ მიმდინარეობს ცივ-გომბორის აღკვეთილის ტყეთმოწყობა, რაც ითვალისწინებს ტყის ინვენტარიზაციას, რომლის ფრგლებშიც მოხდება ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრი შეფასება და შედგება „ტყის მართვის გეგმა’’, რომლის მიხედვითაც მოხდება ტყის მართვა 10 წლის (სარევიზიო პერიოდი) განმავლობაში.