გურჯაანში სკოლის მოსწავლეს მიკროავტობუსი დაეჯახა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ გურჯაანის ცენტალურ ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა ის სკოლაში მიდიოდა.
დაშავებული მოზარდი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში მშობლებმა გაფაიყვანეს. სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გოგონას თავის ქალის დახურული ტრავმები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას, ამ წუთებში, თბილისში გადაჰყავს. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.