გაიცანით მხატვარ-დიზაინერი ტატო გარაშვილი თელავიდან
თელავში მცხოვრები მხატვარ-დიზაინერი, ხელოვანი ტატო გარაშვილი წლებია სხვადასხვა სახის ნახატებს და ნამუშევრებს ქმნის.
ოფორტები, ლითოგრაფია, ნახშირით ხატვა, მონოტოპია, ლინოგრავიურა, კედლის მხატვრობა, ხეზე კვეთა და ქანდაკება- ეს ის მიმართულებებია, რაზეც ახალგაზრდა სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობს.
ის 200 წლის წინანდელ სახლში გაიზარდა და როგორც თავად ამბობს, როგორც მისმა ისტორიამ ასევე თელავმა დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ხელოვანი ამბობს, რომ მხატვრის პროფესია სკოლის ასაკიდან აირჩია და მას შემდეგ მუდმივად პროფესიული უნარების გაძლიერებას ცდილობს. დღეისთვის ტატო სხვადასხვა სახის ნამუშევრებს ამზადებს და როგორც თავად ამბობს,ყველა ნამუშევარში მისი ემოციაა გადმოცემული.