37 წლის მარტოხელა დედა საზოგადოებას დახმარებას თხოვს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები 37 წლის მარტოხელა დედა, ნინო ზაალიშვილი, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
იგი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. გარკვეული დროის განმავლობაში, ქალბატონი დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდა, რომელიც ნოემბერში დატოვა და ახლა წლინახევრის შვილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ნინოს შემოსავალი თვეში მხოლოდ მეორე ჯგუფის ინვალიდობისათვის დანიშნული 80 ლარიანი პენსიაა.
“სათნოების სახლის ულუფაც გვაქვს, მაგრამ წლინახევრის ბავშვის სრულფასოვანი კვება ასე შეუძლებელია.
ჩემთვის არაფერი მინდა, ბავშვის სრულფასოვან კვებაში დამეხმარეთ, რამე დაავადება არ გაუჩნდეს”,– ამბობს ნინო ზაალიშვილი.
მარტოხელა დედას დამხმარე არავინ ჰყავს, არ აქვს საყოფაცხოვრებო ნივთები და ბუნებრივი გაზი, რის გამოც საჭმელს შეშის ღუმელზე ამზადებს.
მარტოხელა დედა, დახმარებას მხოლოდ ბავშვის სრულფასოვანი კვებისა და მოვლისათვის ითხოვს.
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი :
GE36BG0000000100976774
დანიშნულება: ნინოსთვის