ახალი ამბები

გურჯაანში მაღაზიის აფეთქება სცადეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ერთ- ერთი ქსელური მაღაზიის აფეთქება სცადეს.

შემთხვევა, წუხელ ღამით, სოფლის ცენტრში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, მაღაზიას სავარაუდოდ, ორი ხელყუმბარა ესროლა.

ორიდან, ერთი ხელყუმბარა აფეთქდა და მაღაზიის ვიტრინა დააზიანა.

შემთხვევის შედეგად, დაშავებულები არ არიან, რადგან აფეთქება, სავარაუდოდ, არასამუშაო საათებში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქების ხმა შუაღამის 2- დან 3 საათამდე შუალედში გაიგეს.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისათვის არ არიან დაკავებულებიც.