ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში შემეცნებითი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება

წლის ბოლომდე „BP საქართველო“ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე შემეცნებითი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა დაასრულებს. როგორც BP-ს 2022 წლის მესამე კვარტლის შედეგების ანგარიშში წერია, პროექტის ბიუჯეტი 25 000 აშშ დოლარია. პროექტის განხორციელება დაიწყო 2022 წლის მაისში და 2022 წლის დეკემბერში დასრულდება.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყობა შემეცნებითი საფეხმავლო ბილიკი. ბილიკი იქნება როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი დანიშნულების.

პროექტი დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ და ახორციელებს ქეა კავკასია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის.