გარეჯის საბერეები-კლდეში ნაკვეთი ულამაზესი სამონასტრო კომპლექსი- ფოტოები
საბერეები – კლდეში ნაკვეთი სამონასრტო კომპლექსი, გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის ნახევარუდაბნოში მდებარეობს.
საბერეების სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნეში დააფუძნა ასურეთიდან მოსულმა წმინდა მამა დავით გარეჯელმა. თავდაპირველად გარეჯელი მამა, ბუნებრივ მღვიმეში დასახლდა თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად. მღვიმე შემდგომში დავითის ლავრის სახელით ცნობილი მონასტერი გახდა და გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცენტრად იქცა.
საბერეების ტერიტორიეზა განლაგებული იყო 11 ეკლესია, სატრაპეზო და წინამძღვრის სენაკი. თერთმეტი ეკლესიიდან სამი დარბაზულია დანარჩენი კი ჯვარგუმბათოვანი. მოხატულობა კი მხოლოდ ოთხ მათგანშიღა შემორჩა: V, VI, VII, VIII ეკლესიებში.
სამონასტრო კომპლექსი ამჟამად 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლისგან შედგება. ეს მონასტრებია: საბერეები, თეთრი უდაბნო, ნათლისმცემელი, წინწყარო, ჩიჩხიტური, ქოლაგირი, თეთრისენაკები, დოდოს რქა, დიდი ქვაბები, უდაბნო, დავითის ლავრა, მრავალწყარო, პირუკუღმარი, შავი სენაკები, ბერთა მთა, განსაშორი, ბერების სერი, სატორგე, კოწახურა, ბერთუბანი, მღვიმე, პატარა ქვაბები, ვერან-გარეჯა.
დავით გარეჯის მონასტრებმა შექმნა თვითმყოფადი სამონასტრო და სამშენებლო ტრადიცია, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. განსაკუთრებით გრანდიოზული და შთამბეჭდავია ბერთუბნის ქვაბოვანი მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესიის XII-XIII სს-ის მხატვრობა. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
წყარო: Georgian Travel Guide