რძის მწარმოებელი კომპანია “ყვარლის ბაგა” ფართოვდება
ნედლ რძეზე არსებული მზარდი მოთხოვნის ფონზე, საქართველოში რძის ყველაზე დიდი მწარმოებელი „ყვარლის ბაგა“ გაფართოებას გეგმავს.
კომპანიაში ამბობენ, დღეში 35 ტონა რძეს აწარმოებენ, რაც ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ, საქონლის დამატება განიხილება.
„ყვარლის ბაგაში“ ეკო ინოვაციური მიდგომებიც დაინერგა. ფერმა ებრაული მეთოდითაა მოწყობილი, ძროხები თავისუფალ სივრცეში, სადგომების ქვეშ არიან განთავსებულები, სადაც თითეულ ძროხაზე არის გათვალისწინებული 25 კვადრატული მეტრი სივრცე. ფერმაში დამონტაჟებულია საწველი დარბაზიც, რომელიც ასევე ებრაული წარმოებისაა და ერთ ჯერზე, 58 ძროხის წველის საშუალებას იძლევა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ წლის ბოლომდე ჩამოვიყვანთ 132 სულს და წლის დასაწყისში იგივე რაოდენობის ჩამოყვანას ვგეგმავთ. დღეისთვის კომპანიას ჰყავს 1500-ამდე მსხვილფეხა საქონელი, სპეციალურად შერჩეული ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები, რომლებიც ყოველდღიურად, 22 000 ლიტრ რძეს იწველიან.