ახალი ამბებიღია სტუდია

საქართველო და დემოკრატია

„დემოკრატია ყველაზე უარესი ფორმაა მმართველობისა, თუ მმართველობის სხვა ფორმებს არ ჩავთვლით“ – თქვა უინსტონ ჩერჩილმა.

დემოკრატია რთული მმართველობის ფორმაა, თუმცა მასზე უკეთესი კაციობრიობას ჯერ არ მოუგონია. საქართველო 70 წელი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი ქვეყანა იყო. 70 წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ წაშალა ყველაზე მთავარი ქართველის გონებაში – ისტორია და შეეცადა ახალი ტიპის ადამიანის ჰომო სოვიეტიკუსის გამოყვანას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა ავირჩიეთ პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – უზენაესი საბჭო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოუმზადებლები დავხვდით საბჭოთა კავშირის დაშლას. მაშინ როდესაც სხვა რესპუბლიკებმა ქვეყნის შენება დაიწყეს, ჩვენ სამოქალაო ომში ჩავებით. ამით ისარგებლა დასუსტებულმა რუსეთმა, წაგვართვა ტერიტორიები, 3 წელში 10,000 ადამიანი დაიღუპა აფხაზეთის ომში, 300000 ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად და ჩვენ კვლავ რუსული გავლენის ქვეშ დავრჩით.

იხილეთ გადაცემა და მოისმინეთ მოწვეული ექსპერტის მოსაზრებები.