ახალი ამბები

სასტუმრო “სამზეო ყვარელში” 2023 წელს გაიხსნება

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ყვარელში ღვინის შატოს 2 წელში გახსნის. პროექტში $6 მლნ-ის ინვესტიცია ხორციელდება.

ადგილზე ამ დროისთვის მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, 2023 წელს სასტუმროს ნაწილი გაიხსნება, სრულად შატოს გახსნა კი 2-3 წელშია დაგეგმილი. კომპლექსში იქნება მარანი, ვენახი და 65 ნომრიანი სასტუმრო „სამზეო ყვარელში“.

შპს “ყვარლის მარანის” ღვინოები მხოლოდ საქართველოში იყიდება, ეს არის პრემიუმ საფასო სეგმენტის პროდუქტი. კომპანია 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს: საფერავს, რქაწითელს, ქისს და ხიხვს.