სოფელ გურგენიანში „ეკო სოფელი ტყეში“ გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში „ეკო სოფელი ტყეში“-ს ტერიტორიაზე 60 000 ლარის ინვესტიციით რესტორანი გაიხსნა.
სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ “ეკო სოფელი ტყეში” მდებარეობს, აქ ველური ბუნება და კეთილმოწყობილი კოტეჯები ერთმანეთს ავსებს, ივნისიდან კი საკვები ობიექტიც ამოქმედდა. მათივე ინფორმაციით, სოფელ გურგენიანის ტერიტორიაზე არ არის საკვები ობიექტები და სასურსათო მაღაზიები, რაც დამსვენებლებისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდებას აფერხებდა, ამიტომ რესტორნის გახსნა გადაწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ “ეკო სოფელი ტყეში” სააგენტო “აწარმოე საქართველოს” მხარდაჭერითა და “თიბისი ბანკის” დახმარებით შეიქმნა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 365 000 ლარი შეადგინა და ამჟამად 10 კეთილმოწყობილ კოტეჯს და უკვე რესტორანსაც აერთიანებს. რესტორნის შენობა კოტეჯებთან ერთად აშენდა, ხოლო მისი გარემონტება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა დამფუძნებლებს 60 000 ლარი დაუჯდათ.