კრივის საერთაშორისო ტურნირზე საგარეჯოელმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კრივშისაერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
IJF ქამრის და პირველობის მოსაპოვებლად 5 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა. 70 წონით კატეგორიაში საგარეჯოში მცხოვრებმა სოსო ოკინაშვილმა 1 ადგილი დაიკავა და IJF ქამარს დაეუფლა. ფინალში მან ირანელი მეტოქე დაამარცხა.
სპორტსმენს გამარჯვება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა პირადად მიულოცა, სიმბოლურად ქამარიც გადასცა.