27-28 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი
27-28 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში შესაძლოა მოთოვოს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.