კოოპერატივებს ტყეში მოკრეფილი კენკრის გაყიდვის ნებართვაში 200 ლარის გადახდა მოუწევთ
2023 წლიდან ბიზნესოპერატორებს ნებართვის გარეშე ტყეში მოკრეფილი სხვადასხვა კენკროვანი პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია და ექსპორტი ეკრძალებათ.
კოოპერატივ „თიანეთის ნობათის“ დამფუძნებელი, ილია არჩემაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ ნებართვის აღებისთვის წელიწადში ერთხელ 200 ლარი იქნება გადასახდელი. მისი შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საქმიანობით ძირითადად მოსახლეობის მოწყვლადი ფენაა დაკავებული, მცირე მწარმოებლებს გადასახადის გადახდა გაუჭირდებათ, შედარებით მსხვილი კოოპერატივები კი უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
აღსანიშნავია, რომ „ტყითსარგებლობის ახალი წესის“ თანახმად, ფიზიკური პირებისთვის, როგორც პირადი მოხმარებისთვის, ისე სარეალიზაციოდ კენკროვანი მცენარეების მოპოვება კვლავ უფასოდაა შესაძლებელი.
„ფიზიკური პირები, რომლებიც იმავე პროდუქტს უწევენ რეალიზაციას, ფაქტობრივად არაფერ იხდიან. ჩვენი შემგროვებლები ფიზიკური პირები არიან, შესაბამისად ამის კონტროლი სწორად ვერ განხორციელდება. პატარა კოოპერატივები შეზღუდულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, დიდი მწარმოებლები კი უფრო მეტად იხეირებენ“,- აცხადებს ილია არჩემაშვილი.
“ტყითსარგებლობის ახალი წესის” თანახმად, არამერქნული რესურსებისა და მერქნიანი მცენარეების შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაცია იკრძალება.