ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევებზე, შესაძლოა, ხანდაზმულობის ვადა გაიზარდოს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევებზე, შესაძლოა, ხანდაზმულობის ვადა გაიზარდოს.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილია კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს სამი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არაუგვიანეს სამი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.